Nino Nina Chkonia- Tbilisi, Georgia 2016

Organizer: Nino Nina Chkonia

Contact: ninonininina@yahoo.com

 

14440667_1648956738729750_7924996110159972864_n

Date and Time: Saturday, September 24 at 6 PM9 PM

Location: ProCredit Bank Georgia – პროკრედიტ ბანკი საქართველო 0160 Tbilisi, Georgia

 

ამა წლის 24 სექტემბერს გლობალური მასშტაბით კვლავ გრძელდება უაღრესად მნიშვნელოვანი და საინტერესო საერთაშორისო პროექტი, სახელწოდებით: „100 000 პოეტი ცვლილებების მხარდასაჭერად“.

პროექტს საფუძველი ჩაეყარა ამერიკაში. მისი ძირითადი არსია – უკეთესი მსოფლიო ყველასათვის. იგი აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნების ხელოვანებს მშვიდობის, სამართლიანობის, თანასწორობის, არსებობისა და განვითარების მხარდასაჭერად. დანიშნულ დღეს, პროექტის ფარგლებში, კულტურული ღონისძიებები ერთდროულად მიმდინარეობს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, რაც ქმნის სოლიდარობის ძლიერ განცდას. სწორედ ამაში მდგომარეობს ამ პროექტის უნიკალურობა. მთავარი მიზანია შემოქმედებითი გზით პრობლემების გამოკვეთა, მათი გადაჭრის საშუალებების მოძებნა, პოზიტიური ცვლილებებისთვის სამომავლო გეგმების დასახვა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება. ხელოვანები წარმოგვიდგენენ თავიანთ ნამუშევრებს, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ საჭირბოროტო საკითხებსა დ აუცილებელ ცვლილებებზე.კალიფორნიაში არსებულმა სტენფორდის უნივერსიტეტმა აღნიშნული პროექტი აღიარა ისტორიული მნიშვნელობის მქონედ, ყველაზე დიდი მასშტაბის ღონისძიებად პოეზიის დარგში. უნივერსიტეტის სპეციალურ ციფრულ პროგრამაში იქმნება პროექტის ფარგლებში ჩატარებული საერთაშორისო ღონისძიებების არქივი.

წელს ამ საერთაშორისო პროექტის 6 წლისთავი სრულდება.
საქართველომ შარშან პირველად მიიღო მასში მონაწილეობა.
დათქმულ დღეს, როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე ჩვენს ქვეყანაშიც, ხელოვანები თავიანთი შემოქმედებით ისაუბრებენ არსებულ პრობლემებსა და საჭირო ცვლილებებზე. საერთაშორისო პროექტის მოთხოვნილებების თანახმად, ადგილობრივი ღონისძიების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა. გავრცელდება საერთაშორისო პროექტის მთავარ, ოფიციალურ გვერდზე და შემდეგ მოხვდება სტენფორდის უნივერსიტეტის არქივში.

ვიმოქმედოთ ჩვენც ქართველმა პოეტებმა, მწერლებმა, მხატვრებმა, მუსიკოსებმა! ხელოვნებას ხომ დიდი ზემოქმედების ძალა აქვს. იგი ძირითადად ავტორის მიერ დანახულ სინამდვილეს ასახავს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში წინ უსწრებს კიდეც დროს, საუცხოო, ძლიერი მუსტი შემოაქვს ჩვენს ყოფიერებაში და განაპირობებს მთელ რიგ სიახლეებს. ხელოვანებს შესწევთ უნარი, ბიძგი მისცენ დანარჩენებსაც, რომ ყველა უკლებლივ შევეცადოთ რეალობის უკეთესობისკენ შეცვლას!

უამრავი ცვლილება უნდა მოხდეს ყველა ასპექტში ჩვენი და მომავალი თაობების საკეთილდღეოდ. მშვიდობა, სამართლიანობა, თანასწორობა, ადამიანის უფლებები, გარემოს და ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური და ეკონომიკური პრობლემები – ეს ის საკითხებია, რომლებიც უმთავრესად გვაღელვებს. ამასთანავე, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია განათლებისა და კულტურის ამაღლება.
მოვიფიქროთ ყველამ ერთად, უპირველესად რას შევცვლიდით საკუთარ პიროვნებაში, მშობლიურ ქვეყანაში და, უფრო მეტიც, მთელ პლანეტაზე!!! მოვითხოვოთ ცვლილებები საკუთარი თავისგან, მოქალაქეებისგან, მთავრობებისგან! დავისახოთ მიზნად სრულყოფისა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვა, ამ მხრივ ცოტათი მაინც წავიწიოთ წინ, თუნდაც ერთი ნაბიჯით, ჩვენ, ყველამ: მონაწილეებმა, სტუმრებმა, ორგანიზატორებმა, სპონსორებმა!
მსოფლიო მასშტაბის ასეთ ღირსშესანიშნავ პროექტში მონაწილეობას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი კულტურის პოპულარიზაციისა და ინტეგრაციისთვის.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ქართველ ხელოვანთა და მათ ხელშემწყობთა ერთობლივი ძალისხმევა უშედეგოდ არ ჩაივლის, საგრძნობლად გააღრმავებს უკეთესობისკენ შეცვლის სურვილს და მოწოდება იქნება მთელი მსოფლიოს მიმართ სასიკეთო ცვლილებების ერთად განსახორციელებლად.
შეცვლა პიროვნულ და გლობალურ ჭრილში!
დავეხმაროთ ხელოვანებს და ხელოვნება შეგვეწევა ჩვენ!

აიმაღლე კულტურა და შეცვალე სამყარო –
აი, ჩვენი გზავნილი!

Georgian poets and artists are going to join in an extremely interesting and important international project “100 000 Poets for Change” on September 24, 2016.
It unites poets and other artists of different nationalities for peace, justice and sustainability. Transformation towards a more sustainable world is a major concern and is actually a global guiding principle for this event.


Events will simultaneously take place in almost all countries of the world that empowers the sense of solidarity . That’s why this project is unique! The aim of the project is to share information and experience all around the world, define problems, find their solutions and plan farther positive change. Within the framework of the global project artists will locally present their art, focusing mostly on the issues that need to be changed.

Stanford University in California has recognized 100 Thousand Poets for Change as an historical event, the largest poetry reading in history. They will archive the complete contents of the project website, 100TPC.org, as part of their digital archiving program LOCKSS.

This year marks the 6th anniversary of the international project Georgia became involved in it last year.

According to the requirements, the photo-video documentation of the local event will be shared on the international project official web page and later saved in the Stanford University archive

Let’s act together! Georgian poets, writers, artists, musicians, actors! Art has a great power and influence; it represents the reality but very often even leaves the time behind, charges our existence and brings in many new opportunities. Artists are able to encourage others in order to improve our reality!

Change is crucial in various aspects for our and new generations’ wellbeing. Peace, justice, human rights, environmental, health, social and economic problems – these are the issues we all care about. Besides, education and culture are especially important.
Society should support progress. At first stage we should improve our inner world and then accordingly raise social life. Art itself helps us achieve spiritual development and promotes cultural change.

Let’s think together and suggest what we could firstly change in our personalities, in the country and much more, on the whole planet! Let’s demand improvement from ourselves, all citizens and governments! Let’s focus on change for our better future and make together just one step forward, we all: the participants, guests, organizers and sponsors!
Our participation in such a significant global project is very important for Georgian culture popularization and integration
We hope that Georgian poets and artists’ intention will have positive results and encourage everyone to make change for our better future. It would be a proposal to improve our common world.Change from a personal and global point of view!
Support artists and art will help you!
Raise culture and improve the world– this is our message!

This entry was posted in Tbilisi. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *